პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

04 ივლისი 2020, 12:09 278 ნახვა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისი განცხადებით, 244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. „ეს დღე, ნებისმიერი ერის ისტორიაში, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ თავისი სიმბოლიკით, არამედ იმიტომაც რომ ეს დღე, იმ ღირებულებების მატარებელია, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი. ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის: თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ასევე, გვაერთიანებს ამერიკასთან და რომელსაც სრულიად ვიზიარებთ. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ, დამოუკიდებლობის შემდგომ, ყველა ჩვენს კონსტიტუციაში და რომლითაც ჩვენი განვითარების გზაზე მივდივართ. ამ, თითქმის, 30 წლიან გზაზე ამერიკა საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენობას, ჩვენი სამხედროების განვითარებას, მათ წვრთნებს და მათ როლს, თუნდაც საერთაშორისო მისიებში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. ეს ის ერთობლივი და სოლიდარული გზაა, რომელიც ამერიკასთან ერთად გავიარეთ“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში