პანდემია, არჩევნები და დამკვირვებლები

02 აგვისტო 2020, 12:47 318 ნახვა

უცნობია პანდემიის პირობებში  არჩევნებს საქართველოში რამდენი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება. თუ როგორ მოახერხებენ ისინი ჩამოსვლას, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.  უცხოელ დამკვირვებელს  შორის,  ყველაზე დიდი დელეგაცია  "ეუთოს" ყავს. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს  55  საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი აკვირდებოდა. პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები  შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ,  დროულად მოახერხონ უცხოელი დამკვირვებლების ჩამოყვანის ორგანიზება. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ არჩევნები 2020 ქვეყანაში მაღალი ხარისხით ჩატარდება. ამ დროისთვის მოწვევა ოფიციალურმა თბილისმა უკვე 55-ივე საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში