გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვის ბრალდებით დაკავებულთა ნაწილის სასამართლო პროცესები ამ წუთებში მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, 6-6 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ გიორგი ყიასაშვილსა და ლევან მარგიანს.
ლაშა ჩხარტიშვილისა და ვახო მაჭავარიანის სასამართლო პროცესები კი გადაიდო. შენიშვნის საფუძველზე გათავისუფლდა თორნიკე თხილავა. დაკავებულებს შორის არის ჟურნალისტი ვახო სანაია, რომლის შესახებაც ტელეკომპანია „ფორმულამ“ განცხადება გაავრცელა და მის დაკავებას ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის რეჟიმის მხრიდან შევიწროება უწოდა.
ჟურნალისტის ადვოკატის ინფორმაციით, ამ დრომდე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების საშუალება არ ეძლევა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სანაისთან ერთად კიდევ 8 დაკავებული ელოდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე