შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული გამკაცრებული რეგულაციები 

19 ოქტომბერი 2025, 15:15 116 ნახვა

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული გამკაცრებული რეგულაციები  ამოქმედდა - ამ დროისთვის ცნობილია, რომ ცვლილების შემდეგ 4 ადამიანი დააკავეს. საუბარია გუშინ გამართულ აქციაზე. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი ღამით ორჯერ გადაკეტეს.

მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და დემონსტრანტებს მოუწოდა, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, რადგან აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო მცირე და მათ გზა ხელოვნურად ჰქონდათ გადაკეტილი.

უწყებამ მათ ამისთვის 15-წუთიანი ვადა მისცა. ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით გზა ისევ გადაკეტეს. მალევე გამზირზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ. აქტივისტების ცნობით, პოლიცია აქციის მონაწილეებს აჩერებდა და აჯარიმებდა. სწორედ გასულ ღამით გამოწერილი ოქმების საფუძველზე არიან ისინი დაკავებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში