4 ოქტომბრის საქმე - სასამართლო სხდომები

18 ოქტომბერი 2025, 18:19 136 ნახვა

საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. შაიშმელაშვილი ქვეყანაში არ იმყოფება, ხოლო სასამართლო პროცესს მისი ადვოკატი დაესწრო, რომელიც ამბობს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს მათი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღესვე იმსჯელებს. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში