გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში 

23 ივლისი 2022, 20:02 634 ნახვა

„ნავთობის გზა“  -  ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა.

სამრეწველო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბათუმელი ფოტოგრაფის შააანიანის მიერ გადაღებული ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ორიგინალი ფოტოები.

ასევე წარმოდგენილია ქარხანაში დაცული ნავთობის მრეწველობაში გამოყენებული დაზგა დანადგარები.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს სამი დღის განმავლობაში მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების დათვალიერება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში