სმარტ-ფილმების ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალი

17 ოქტომბერი 2025, 10:04 76 ნახვა

სმარტ-ფილმების ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „აჭარული კინო ამბები“ ხულოსა და შუახევის ტურისტული ადგილების შესახებ მოკლემეტრაჟიან ფილმებს მოიცავდა, რომელიც მონაწილეებმა მობილური ტელეფონებით გადაიღეს.

ქართველი და უცხოელი ჟიურის მიერ შეირჩა 20 საუკეთესო ფილმი, მათგან 2-ს გრან-პრი გადაეცა, მონაწილეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა კინომოყვარულები ეგვიპტიდან, სენეგალიდან, მავრიტანიიდან, კენიიდან, ირანიდან, ინდოეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან.

პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულია.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში