რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა

24 ივლისი 2022, 13:22 747 ნახვა

რუსეთის ფედერაციამ   ბაჰამის, გერნსის და მენის კუნძულები არამეგობრული სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სიაში შეიყვანა.    

რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სიაში ბაჰამის კუნძულები იმიტომ შევიდა, რომ მათ დააწესეს აკრძალვა რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან და ცენტრალურ ბანკთან ნებისმიერი ტრანზაქციის შესახებ.

რაც შეეხება კუნძულებს გერნსი და მენი, ისინი სიაში მოხვდნენ, რადგან მხარს უჭერენ დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში