მთავრობის სხდომა

25 ივლისი 2022, 17:22 665 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც გარე ვაჭრობის საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმები გავრცელდება.  აღნიშნულ მუხლებს ემატება სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის.მთავრობის წევრებმა განიხილეს ასევე ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებთა მიხედვითაც მოწესრიგდება დიპლომატიურ სამსახურში როტაციის ციკლი, რომლითაც დარეგულირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომლეთა გრძელავდიანი მივლინებით წარგზავნის წესი და ვადები.სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქართულ კომპანიებს შესაძლობლობა ექნებათ ევროპის 27 ქვეყანაში შესყიდვებით დაინტერესებული საჯარო უწყებებისთვის პროდუქციის მიწოდება მოახერხონ. მისივე თქმით, ეს საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების შესანიშნავად შესრულების შედეგია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში