ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის განცხადებას შეფასებები მოჰყვა საქართველოში.
ქართული ოცნების წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, კარგია რომ ეუთომ დაინახა და დაგმო 4 ოქტომბერს ძალადობრივი ქმედებები, თუმცა რატომ ვერ ხედავენ ამას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები?
რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრში გამოხმაურებებს, ანი წითლიძე ამბობს, რომ არ იცნობს ცალკეულ პოლიტიკოსებს და მათ პოზიციებს, თუმცა როგორც ის ამბობს ცნობილია საერთაშორისო საზოგადოების და ორგანიზაციების პოზიციები, რომლებიც ქართველი ხალხის პროტესტს სამართლიანს უწოდებენ.
შეგახსენებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში - წერდა, რომ შეშფოთებულია დაძაბულობისა და ძალადობის გამო, რომელიც საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა - ლუის გრაჩამ მოუწოდა ყველა მხარეს, ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან თავი შეიკავონ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე