ვინ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრის მოვლენებზე - მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ საკითხზე დავა ისევ გრძელდება. მმართველი გუნდი ოპოზიციონერი ლიდერების დანაშაულებზე საუბრობს და „მათ გარე ძალების დავალებების“ შესრულებაში ადანაშაულებს.
თავად ოპოზიციის ნაწილი კი თვლის, რომ არჩევნების დღეს განვითარებულ პროცესებს მალე ისტორია შეაფასებს და თავის სახელს დაარქმევს. ვერშემდგარ „მშვიდობიანი დამხობას“ კი უკვე ჰყავს 46 ბრალდებული, აქედან ორის შემთხვევაში გირაოა გამოყენებული. პარალელურად გამოძიება გრძელდება.
სხვადასხვა უწყებაში ხდება იმ პირების გამოკითხვა, რომლებიც, შესაძლოა, კავშირში იყვნენ განვითარებულ მოვლენებთან ან იმ დაგეგმილ სცენართან, რომელიც ხელისუფლების დამხობას და გამოძიების ვერსიით, ქვეყანაში ქაოსის გამოწვევას ითვალისწინებდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე