ყაზახეთი რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება

26 ივლისი 2022, 18:22 888 ნახვა

უოლ სთრით ჯორნალის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ყაზახეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავდაცვის ხარჯები და მჭიდრო კავშირებს ეძებს ჩინეთთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან. ყაზახეთმა თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით 441 მილიარდი ტენგე ანუ 918 მილიონი დოლარი გამოყო. ამ თანხის ნაწილი ქვეყნის სამხედრო რეზერვების გაზრდაზე დაიხარჯება. გარდა ამისა, გავლენიანი გამოცემა წერს, რომ 2022 წლის დასაწყისში, როცა ყაზახეთში სამოქალაქო პროტესტი მიმდინარეობდა, რუსეთმა პროტესტის ჩასახშობად ჯარები გაგზავნა. თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,  ყაზახეთმა ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია დაიკავა.  ივნისში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაზე უარი თქვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში