ჯონსონმა შესაძლოა სტოლტენბერგი შეცვალოს

27 ივლისი 2022, 11:16 757 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც თანამდებობას მალე ოფიციალურად დატოვებს, შესაძლოა ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს, - ამის შესახებ ტელეგრაფი წერს. გადადგომის შემდეგ, ჯონსონი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაღალი თანამდებობის გარეშე დარჩეს, განსაკუთრებით უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე, რომელმაც პოლიტიკოსის ლიდერის თვისებები აჩვენა.

ჯონსონის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატად წარდგენას მხარს უჭერენ ალიანსის თავდაცვის კომიტეტის წევრები რიჩარდ დრაქსი და მარკ ფრანსუა.

მეორე მხრივ, 2006-2009 წლებში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი რიჩარდ დანატი მიიჩნევს, რომ ჯონსონის ირგვლივ არსებულმა სკანდალებმა, რის გამოც მან გადადგომის შესახებ განაცხადა, შესაძლოა, პოლიტიკოსის მიმართ ნდობა შეარყიოს. 

ნატოს ამჟამად იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. იგი ამ თანამდებობაზე 2014 წელს 5 წლის ვადით დაინიშნა, თუმცა 2019 წელს მანდატი 2022 წლის ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდა. 24 მარტს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ნატოს წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ სტოლტენბერგი თანამდებობაზე 2023 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დარჩეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში