შავი ზღვის პორტებში მარცვლეულის ექსპორტისთვის მოსამზადებლად მუშაობა მიმდინარეობს

27 ივლისი 2022, 17:13 563 ნახვა

უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, შავი ზღვის პორტებში მარცვლეულის ექსპორტისთვის მოსამზადებლად მუშაობა მიმდინარეობს. შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის გასულ კვირას, სტამბოლში გაფორმდა. ამის მიუხედავად შეთანხმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში მოსკოვმა ოდესის პორტი დაბომბა. მუშაობა განახლდა ოდესის, ჩორნომოვსკისა და იუჟნის პორტებში, - განაცხადეს საზღვაო ძალებმა. გემების გასვლა და ნავსადგურებში მისვლა ქარავნის ფორმირებით მოხდება, რომელსაც წამყვანი გემი ახლავს.  უკრაინის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ პირველი ტვირთები ამ კვირის ბოლოს გავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში