ერაყის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ

28 ივლისი 2022, 13:34 613 ნახვა

ბაღდადში ასობით დემონსტრანტი ერაყის პარლამენტის შენობაში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ერაყის შიიტთა ლიდერის მუქთადა ალ-სადრის გარდა სხვა კონკურენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებას აპროტესტებდნენ.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმიმ მომიტინგეებს მოუწოდა შენობა დაეტოვებინათ, თუმცა ხალხი შენობაში სიმღერას, ცეკვასა და მაგიდებზე წამოწოლას არ წყვეტდა.

სადრი შიიტი სასულიერო პირია, რომელსაც სურს, შეწყდეს აშშ-ისა და ირანის გავლენა ერაყის საშინაო საქმეებზე. ის თავს გასული წლის ოქტომბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს და კონკურენტებთან ერთად მუშაობაზე უარს ამბობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში