განაჩენი პოლიციელს

29 ივლისი 2022, 17:53 1105 ნახვა

მეტროში, არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. დაკავებული პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 12 ნაფიცი მსაჯულიდან 8 ნაფიცმა ნუკრი ბაქრაძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა. ცნობისთვის, 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანში“ არასრულწოვანთან მიმართებაში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პატრულ-ინსპექტორი - ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში