ველოტურის ფარგლებში ველომოგზაურმა ნოდარ ბერიძემ სტარტი გოდერძის უღელტეხილიდან აიღო

15 აგვისტო 2022, 10:58 711 ნახვა

ველოტურის ფარგლებში ველომოგზაურმა ნოდარ ბერიძემ სტარტი გოდერძის უღელტეხილიდან აიღო. 99 დღის განმავლობაში სპორტსმენი 9 ქვეყანასა და 99 ქალაქს მოივლის, დაფარავს 5 ათას 999 კილომეტრს.

ველომოგზაურს სხვადასხვა მონაკვეთზე 1000-ზე მეტი ველომოყვარული გააცილებს.

ველომოგზაურობა კატარის დედაქალაქში,  დოჰაში დასრულდება. პროექტის მიზანი სპორტის ამ სახეობის და ტურიზმის პოპულარიზაციაა.

ველომოგზაურ ნოდარ ბერიძეს სხვადასხვა დროს 28 ქვეყანაში უმოგზავრია, მას ველო ტურების - ფარგლებში 65.000 კილომეტრი აქვს დაფარული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში