კოტე მახარაძის სახელობის მედიატურნირი ფეხბურთში სპორტულ ჟურნალისტთა შორის

25 ოქტომბერი 2025, 20:13 138 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ტრადიციული საერთაშორისო მედია-ტურნირი ფეხბურთში, რომელიც ლეგენდარული სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის სახელს ატარებს.წლევანდელ ასპარეზობაში რვა გუნდი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების გარდა ჩემპიონობისთვის აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ლიეტუვის, უნგრეთისა და რუმინეთის გუნდები იბრძოდნენ. ფინალში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა და ჩემპიონის თასი მოიპოვა.
გამოვლინდნენ ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. მედიატურნირი საქართველოსა და აჭარის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციების, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე