ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი კვლავ გათიშულია - "Energoatom"

26 აგვისტო 2022, 13:08 399 ნახვა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი კვლავ გათიშულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ბირთვული ოპერატორი "Energoatom"-ი ავრცელებს. 

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროსადგურის საჭიროებები უზრუნველყოფილია უკრაინის ენერგოსისტემის გარემონტებული ხაზით. 

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობა აღდგენილია, თუმცა ორი ენერგობლოკის ქსელში ჩართვის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიб ისტორიაში პირველად, ქსელიდან გუშინ საღამოს გაითიშა.

ატომური ელექტროსადგურის გაჩერებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა.  

"დღეს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა. საავარიო დაცვამ იმუშავა. დიზელის გენერატორები მაშინვე ამოქმედდა, რათა ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მომხდარიყო. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა საფრთხეა ეს: დიზელის გენერატორები რომ არ ჩართულიყო, ავტომატურ დაცვას არ ემუშავა და ელექტროსადგურის ჩვენ თანამშრომლებს არ ემოქმედათ, იძულებული გავხდებოდით რადიაციული ავარიის შედეგები დაგვეძლია. რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დაბომბვის შედეგად გამოწვეულმა ხანძარმა გუშინ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, რის გამოც ელექტროსადგური, თითქმის 40 წლის განმავლობაში პირველად, დროებით გაითიშა ქსელიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში