საბერძნეთში შრომითი რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც სამუშაო საათების გახანგრძლივებას ითვალისწინებს. გაფიცვის გამო ქვეყანაში პარალიზებულია სარკინგზო და საზღვაო მიმოსვლა. გაფიცულთა შორის არიან საავადმყოფოს ექიმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები.
ახალი კანონპროექტი დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, გაახანგრძლივონ სამუშაო საათები.
საბერძნეთის მთავრობა აცხადებს, რომ კანონპროექტი შექმნის უფრო ეფექტურ და მოქნილ შრომის ბაზარს და, ამავდროულად, კანონპროექტი იცავს მუშებს სამსახურიდან გათავისუფლებისგან, თუ ისინი უარს იტყვიან ზეგანაკვეთურ მუშაობაზე. თუმცა პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ეს არღვევს დასაქმებულთა უფლებებს და რვასაათიან სამუშაო დღეს აუქმებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე