ვენესუელა ნორვეგიასა და ავსტრალიაში საელჩოებს ხურავს. ვენესუელის მთავრობა მიზეზად საგარეო სამსახურის რესტრუქტურიზაციას ასახელებს.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვენესუელის საგარეო უწყებამ საელჩოს დახურვის შესახებ აცნობა, თუმცა ნიკოლას მადუროს მთავრობას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.
კარაკასმა ეს გადაწყვეტილება ვენესუელის ოპოზიციის ლიდერისთვის ნობელის პრემიის გადაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე