ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან

15 ოქტომბერი 2025, 09:28 120 ნახვა

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე  ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსი და ევროკავშირი ერთად მუშაობენ დრონების საწინააღმდეგო კედლის აღმართვაზე, რათა წევრი ქვეყნები დრონების შეჭრისგან დაიცვან.

რუტეს თქმით,  ევროკავშირსა და ნატოს განსხვავებული როლები აქვთ, ნატო უზრუნველყოფს სამხედრო შესაძლებლობებს, ხოლო ევროკავშირი უზრუნველყოფს დაფინანსებას.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ  განაცხადა, რომ მისი ქვეყნის თვითმფრინავები პოლონეთის თავზე წლის ბოლომდე გააგრძელებენ ფრენას, რადგან დიდი ბრიტანეთის ვალდებულება აღმოსავლეთის სადარაჯო მისიაში გრძელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში