პაკისტანში წყალდიდობის შედეგად ასობით ბავშვია დაღუპული

29 აგვისტო 2022, 11:07 464 ნახვა

კვლავ მძიმე ვითარებაა პაკისტანში, სადაც სტიქიას ებრძვიან. წყალდიდობას ბოლო 24 საათში კიდევ 119 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ძლიერი წვიმები პაკისტანში ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო, რამაც წყალდიდობა გამოიწვია, ამ დროისთვის გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა, მათ შორის 348 ბავშვია. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წყალდიდობის შედეგად 33 მილიონი ადამიანი დაზარალდა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 15%-ია.

მილიონობით ადამიანი საკვების დეფიციტს განიცდის, არაჰიგიენურ პირობებში ცხოვრება კი დაავადებების გავრცელების რისკს იწვევს, მოსახლეობას ღამის გათენება შემაღლებულ ფერდობზე გაშლილ კარვებში ან ხშირად ღია ცის ქვეშ ცხოველებთან ერთად უწევთ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი