უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი უარყოფს ინფორმაციას, რომ უკრაინა აშშ-ის ახალ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა ან პუნქტები შეათანხმა.
რუსტემ უმეროვის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით განიხილავს პარტნიორების წინადადებებს.
უმეროვმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში მისი მივლინება ტექნიკური ხასიათის იყო, რაც მოიცავდა შეხვედრების ორგანიზებასა და დიალოგის მომზადებას.
მან განმარტა, რომ 20 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა ამერიკულ დელეგაციას რომელთაც უფლებამოსილება დონალდ ტრამპმა მიანიჭა.
უმეროვის თქმით, უკრაინული მხარე ყურადღებით იკვლევს პარტნიორების ყველა წინადადებას.