ივლისში საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა - საქსტატი

31 აგვისტო 2022, 11:29 799 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად, ივლისში კერძო სექტორის ბრუნვა, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 11.5 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 21.9%-ით მეტია.

"2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში