„ქართული ოცნების“ ბრიფინგი

31 აგვისტო 2022, 17:34 542 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციურ სუბიექტებსა და არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწადგენის გზით. 

თუ პირს შეკრავენ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგენენ არც ერთ კანდიდატურას, რადგან პროცესი დაიბლოკოს, რეკომენდაციების მე-12 პუნქტი არ შესრულდეს და ვერ მოხდეს არჩევა, ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიტოვებთ წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში კანდიდატის წარდგენის გზით არ ჩავერთვებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში