მილიონ ლარზე მეტი წყლის სისტემის გამართვისათვის

31 აგვისტო 2022, 18:34 560 ნახვა

მიმდინარე წელს შუახევის მერია წყლის სისტემის გამართული მუშაობისთვის მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. პარალელურად შპს აჭარისწყალი ჯორჯიაც ასრულებს სამუშაოებს. მიუხედავად ამისა გახანგძლივებული გვალვების გამო წყლის დებეტი დაბალია, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს წყალი  არასაკმარისად მიეწოდება. განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე არიან სოფელ  გორში.  დასახლებაში სათავე ნაგებობა მეწყერმა  დააზიანა. მერის ინფორმაციით შესაბამისი სამსახური  ცდილობს ჭაბურღილიდან მოპოვებული წყლით აღმოფხვრას მოსახლეობის პრობლემა .

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში