სპორტული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

03 სექტემბერი 2022, 17:19 1427 ნახვა

ბათუმში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სპორტული ცენტრი გაიხსნა. ცენტრში ბავშვები სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთვებიან.

სპორტულ სექციაში ამ ეტაპისთვის 20 მოზარდია, სადაც მათთვის საგანგებოდ მოწვეული მწვრთნელები იმუშავებენ, ასევე ბავშვებზე ექიმი და ფსიქოლოგი იზრუნებენ.

დღეს სპორტული ცენტრის ხელმძღვანელებმა ბავშვებს სპორტული ინვენტარი, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში