საერთაშორისო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

21 ნოემბერი 2025, 14:51 61 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო სპორტის საერთაშორისო ოსტატის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის სარქის სარხაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა მაგიდის ჩოგბურთში.

შეჯიბრებაში კადეტთა და უფროსი ასაკის სპორტსმენთა შორის ტარდება. მასში საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად სპორტსმენები მონაწილეობენ ბულგარეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან. სულ ჩემპიონობისთვის 70-მდე სპორტსმენი იბრძვის.

ასპარეზობა ვაჟთა და გოგონათა შორის როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში ტარდება. ტურნირი კვირას დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე