საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ ცენტრალურ თავდამსხმელს, გიორგი შერმადინს აქვს შანსი, ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მეორედ გახდეს.
შერმადინი თვის საუკეთესოდ ოქტომბერში უკვე აღიარეს, ხოლო ნოემბერში ნაჩვენები შედეგებით ის კვლავ ნომინანტთა შორის მოხვდა.
მიმდინარე თვის მანძილზე ვეტერანი ქართველი კალათბურთელი საშუალოდ 15 ქულას აგროვებს, ხოლო მისი შედეგიანობის კოეფიციენტი 20,3-ს უტოლდება, რაც ნოემბერში მესამე საუკეთესო მაჩვენებელია ლიგა ენდესაში.
გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო კარიერაში 14-ჯერ აქვს მოგებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.