თორნიკე შენგელია და „ბარსელონა“ ევროლიგაზე დამარცხდნენ

38 წუთის წინ 40 ნახვა

ევროლიგის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „ანადოლუ ეფესს“ ესტუმრა და 73:74 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ არასრულ 14 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. „ანადოლუ ეფესის“ მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი - იგორ კოკოშკოვია.

„ბარსელონა“ ევროლიგაში 7 მოგებით და 5 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 ნოემბერს, „ლიონ-ვილერბანს“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე