ხელვაჩაურის მერია ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტირების ნაცვლად მგზავრობის სუბსიდირებას სთავაზობს 

05 სექტემბერი 2022, 14:53 2070 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ბრიფინგი გამართეს და ხელვაჩაურის ბაღებში ბავშვების მისაყვანად  ტრანსპორტის დაქირავება მოითხოვეს. მათი განცხადებით, მერიამ წელს ტრანსპორტის დასაქირავებლად თანხები გამოყო, თუმცა ტენდერი არ გამოაცხადა.

განმარტავენ, რომ ხელვაჩაურის სოფლების უმეტეს ბაღში ბავშვების ტრანსპოტირების პრობლემა დგას.

ოპოზიციის განცხადებას ხელვაჩაურის მერმა უპასუხა. ზაზა დიასამიძის თქმით, მერიამ წელს ბავშვების ბაღამდე მიყვანის სუბსიდირება გადაწყვიტა.

თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოწყვლად ჯგუფებს ჩაერიცხებათ, რომლითაც ტრანსპორტის დაქირავებას თავად შეძლებენ. რამდენი ბავშვი მიიღებს სუბსიდირებას, ჯერ უცნობია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში