დასრულდა აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა, რეგიონის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს - სულხან თამაზაშვილი

31 ოქტომბერი 2025, 14:56 200 ნახვა

2026 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალი იქნება და მისი მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტის ზრდა რეგიონული ეკონომიკის სტაბილური და ეფექტური განვითარების შედეგია. 

„დავასრულეთ 2026 წლის ბიუჯეტის გეგმაზე მუშაობა. გვექნება უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი,  2026 წელს მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. მომავალი წლის ჩვენი შემოსავლების პროგნოზი 800-მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური დოკუმენტის ასეთი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, ნიშნავს რეგიონალური ეკონომიკის მდგრად, ეფექტურ და სტაბილურ განვითარებას, რაც გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ბიზნესის საქმიანობა და შესაბამისად, დასაქმების დინამიკა არის მზარდი,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

 
 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე