საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

31 ოქტომბერი 2025, 15:36 153 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, ამ მიმართულებით, პარტნიორობა დინამიკურად ვითარდება.

შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ ჭოუ ციენს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე