საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს მეოთხედფინალში ხორვატიას ეთამაშება

06 სექტემბერი 2022, 10:28 391 ნახვა

დღეს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში მასპინძელ ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს 12-ით 8 მოუგო და ტურნირის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, სადაც ისტორიაში მეორედ იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში