„დინამო“ ბათუმი წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება

06 სექტემბერი 2022, 10:29 553 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ ბათუმი წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება. 24 ტურის შემდეგ გეგუჩაძის გუნდს 57 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილის ლიდერია. 

მეორეზე თბილისის „დინამოა“ 53 ქულით, რომელმაც გუშინ „თელავი“ 2:1 დაამარცხა. „სამგურალი“ 39 ქულით მესამე პოზიციაზეა.

„დინამო“ ბათუმისა და „სამგურალის მატჩი 16:30 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც მთავარი 18 საათზე ეთერში არ გავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში