სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ

07 სექტემბერი 2022, 14:10 532 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი დაბომბეს. 2 რაკეტა სკოლას მოხვდა, დაიბომბა მრავალსართულიანი სახლები.

დარტყმის შედეგად გამოწვეულმა ტალღამ სხვა შენობებიც დააზიანა.  ნანგრევებში მოყოლილი არიან ადამიანები.

ქალაქ სლავიანსკის ადმინისტრაციის განცხადებით, მაშველები სამ ადამიანს ეძებენ.

დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში