საქართველოს ნაკრებისთვის ევრობასკეტი დასრულდა

08 სექტემბერი 2022, 11:30 519 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა. თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ტურში საქართველო მონტენეგროს დაუპირისპირდა და 73-81 დამარცხდა. A ჯგუფიდან კი ფლეიოფში ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და მონტენეგრო გავიდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კი მხოლოდ 1 მატჩი თურქეთთან მოიგო და ჯგუფში ბოლო  მეექვსე ადგილი დაიკავა. ევრობასკეტი 10 სექტემბერიდან ბერლინში მერვედფინალური ეტაპის შეხვედრებით განახლდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში