სამედიცინო კონგრესი ბათუმში

08 სექტემბერი 2022, 19:46 631 ნახვა

კოვიდ პანდემიით გამოწვეული 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმი რესპირაციული ასოციაციის ტრადიციულ სამედიცინო კონგრესს მასპინძლობს. მასში 26 ქვეყნის ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს. მედიკოსები ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს სხვადასხვა დაავადებებისა და ვირუსული ინფქეციების შესახებ საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევებს გააცნობენ. კონგრესის მთავარი თემა ამჯერად კორონავირუსი იქნება. ისაუბრებენ იმ გამოწვევები, რომლის წინაშეც მედიცინა კოვიდ 19-ის გამო აღმოჩნდა. ქართველი და უცხოელი ექიმები  ერთმანეთს გაუზიარებენ ვირუსთან ბრძოლის გამოცდილებას, მისი მართვის მეთოდებს და ასევე ისაუბრებენ ვაქცინაციის მნიშვნელობასა და ეფექტზე.რესპირაციული ასოციაცია საერთაშორისო სამედიცინო კონგრესს 2 წელში ერთხელ მართავს. ეს კი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი ფორმატის ბოლო  შეხვედრა იქნება. როგორ და რა ფორმით გაგარძელებს თანამშრომლობას ასოციაცია რეგონულ სამედიცინო სფეროსთან ჯერ უცნობია. საქართველოს რესპირაციული ასოციაცია 2004 წელს შეიქმნა და მას შემდეგ აქტიურად მუშაობდა მედიკოსებისთვის სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაზე. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში