ევრობასკეტის პლეი ოფის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

09 სექტემბერი 2022, 11:34 516 ნახვა

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ცნობილია 16-ვე ნაკრები, რომლებიც პლეი ოფში ჩაერთვებიან. ყველა მატჩი ამიერიდან გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართება. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები პლეი ოფში არ იქნება - ევრობასკეტის 4 მასპინძელი ქვეყნიდან საქართველო ერთადერთია, რომლის ეროვნული ნაკრებიც პლეი ოფში ვერ გავიდა. მეტიც, გუნდმა თბილისში 1-4 ბალანსით ჯგუფში უკანასკნელი ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატისთვის ბრძოლას კი თურქეთი, საფრანგეთი, სლოვენია, ბელგია, გერმანია, მონტენეგრო, ესპანეთი, ლიეტუა, უკრაინა, პოლონეთი, ფინეთი, ხორვატია, სერბეთი, იტალია, საბერძნეთი და ჩეხეთი გააგრძელებენ. მატჩები 10 სექტემბრიდან დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში