ახალი სატელევიზიო სეზონი აჭარის მაუწყებელზე

11 სექტემბერი 2022, 19:53 1722 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაზე ხვალ ახალი სეზონი იხსნება. ყოველ სამუშაო დღეს, პირველიდან ორ საათამდე შუადღის გადაცემა „ დიდი შესვენება“ გელოდებათ. განახლებული სტუდიები და  ახალი წამყვანები ჰყავს შუადღისა და დილის გადაცემას. „დილის ტალღა „ ისევ შაბათ- კვირას 10:00 საათზე დაიწყება. ხვალ განახლდება სეზონი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაცემებისთვის, მათ შორის თოქ-შოუებისთვის. გადაცემების შემოქმედებითი ჯგუფები ბოლო კვირების განმავლობაში სეზონის გახსნისთვის აქტიურად ემზადებოდნენ და მაყურებელს ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში