პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა

16 ოქტომბერი 2025, 15:04 103 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.

უწმინდესმა მთავრობის მეთაური და მისი შვილები დალოცა.

პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ უწმინდესის სიბრძნემ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის რწმენა, რელიგიური იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება კი ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში