ევრობასკეტის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

12 სექტემბერი 2022, 09:33 650 ნახვა

ბერლინში მიმდინარე ევრობასკეტის ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია. 13 სექტემბერს მასპინძელი გერმანიის ნაკრები საბერძნეთს ეთამაშება. ამავე დღეს ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალის საგზურისთვის ფინეთს დაუპირისპირდება.

14 სექტემბერს კი დარჩენილი ორი შეხვედრაც გაიმართება. სლოვენიის ეროვნული გუნდის მეტოქე პოლონეთი იქნება, ხოლო იტალიის საკალათბურთო ნაკრები საფრანგეთს შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში