აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი დედოფლის დაკრძალვას დაესწრებიან

12 სექტემბერი 2022, 11:29 513 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება. ინფორმაციას თეთრი სახლი ადასტურებს. დაკრძალვის ცერემონიას ჯო ბაიდენი მეუღლესთან ჯილ ბაიდენთან ერთად დაესწრება. დაკრძალვის ცერემონიაზე ბაიდენი დელეგაციის გარეშე ჩავა. დასავლული მედია წერს, რომ უცხო ქვეყნის მეთაურებს და მათ მეუღლეებს, რომლებიც  ლონდონში დედოფლის დაკრძალვას დაესწრებიან,  დიდ ბრიტანეთში კომერციული ფრენებით ჩასვლა და   გადაადგილებისთვის  ვერტმფრენების გამოყენება აეკრძალათ. მსოფლიო ლიდერები ვერ შეძლებენ ასევე  საკუთარი სახელმწიფო მანქანების გამოყენებას 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალვაზე დასასწრებად. მათ სანაცვლოდ  ავტობუსებს შესთავაზებენ. ყველა უცხოელ ლიდერს მეფე ჩარლზ III ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლებს. ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, შოტლანდიაში გარდაიცვალა. მას 19 სექტემბერს ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში