საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი იტალიაში რჩება

14 სექტემბერი 2022, 12:00 705 ნახვა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ბოლონიის „ვირტუსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ შენგელია „ვირტუსში“ 2022 წლის თებერვალში გადავიდა და გუნდთან ერთად ევროთასი მოიგო, რამაც მომდევნო სეზონზე ევროლიგის საგზური მოუტანა. „წელს გუნდი მაღალ მიზნებს ისახავს როგორც ევროლიგაზე, ასევე იტალიის ჩემპიონატში. შესაბამისად, თორნიკე შენგელიას დამატება გუნდისთვის დიდი შენაძენია“, - წერია „ვირტუსის“ ოფიციალურ საიტზე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში