სერბეთში ოთხი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი იასპარეზებს

14 სექტემბერი 2022, 12:01 514 ნახვა

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა მხოლოდ ორი მედალი მოიპოვეს. ვიცე-ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია და ლერი აბულაძე გახდნენ.  ხვალ ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ. საქართველოს ნაკრების ღირსებას 10 ფალავანი, მათ შორის 4 მსოფლიო ჩემპიონი დაიცავს. სერბეთში ბექა ბუჯიაშვილი, თემურ ვანიშვილი, ბექა ლომთაძე, ზურაბ იაკობიშვილი, გიორგი სულავა, ვლადიმერ გამყრელიძე, ტარზან მაისურაძე, მირიან მაისურაძე და გივი მაჭარაშვილი იჭიდავებენ. მეოთხე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში