დღეს ევრობასკეტის დარჩენილი ორი ნახევარფინალისტი გაირკვევა

14 სექტემბერი 2022, 16:54 680 ნახვა

დღეს ევრობასკეტის დარჩენილი ორი ნახევარფინალისტი გაირკვევა. ბერლინში კონტინენტის პირველობის ორი მეოთხედფინალური მატჩი არის ჩანიშნული.

საფრანგეთის კალათბურთელთა ნაკრები იტალიას შეხვდება. თამაში თბილისის დროით 19:15 საათზეა ჩანიშნული. 22:30 საათიდან კი ერთმანეთს სლოვენია და პოლონეთი დაუპირისპირდებიან.

პირველი ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური წყვილი უკვე დაკომპლექტდა. 16 სექტემბერს მასპინძელი გერმანიის ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს გაეჯიბრება და ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში