ტურნირი ქართულ ნარდში

14 სექტემბერი 2022, 17:36 617 ნახვა

აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ორგანიზებით ბათუმში ჩატარდა ტურნირი ქართულ ნარდში, რომელიც პოეტისა და საზოგადო მოღვაწის სპარტაკ ვანაძის ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრება როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის გაიმართა. საერთო ჯამში ტურნირზე 68 მამაკაცმა და 20-მა ქალმა იასპარეზა. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში