„დინამო“ ბათუმი საქართველოს თასის გათამაშებას გამოეთიშა

15 სექტემბერი 2022, 12:03 503 ნახვა

"დინამო" ბათუმი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას გამოეთიშა. ბათუმელებმა მერვედფინალში "დინამო" თბილისს უმასპინძლეს და თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდნენ. მატჩის ძირითადი და დამატებით დრო ფრედ 0-0 დასრულდა. მატჩი მთავარი გმირი თბილისელთა 21 წლის მეკარე ლუკა კუტალაძე გახდა, რომელმაც ბათუმელებს თერთმეტმეტრიანების სერიაში ზედიზედ  3 პენალტი აუღო. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის შემდეგ ეტაპზე გასული  რვავე გუნდი უკვე ცნობილია. მეოთხედფინალში ლანჩხუთის "გურია", "რუსთავი", ქობულთის "შუქურა", გორის "დილა", "დინამო" თბილისი, ქუთაისის "ტორპედო",  თბილისის"ლოკომოტივი 2" და თბილისის "საბურთალო" გავიდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი