ევრობასკეტის ნახევარფინალები ხვალ გაიმართება

15 სექტემბერი 2022, 12:05 567 ნახვა

ევრობასკეტზე მეოთხედფინალების მეორე დღე საკმაოდ დაძაბული გამოდგა და სენსაციით დასრულდა. ტურნირს ევროპის მოქმედი ჩემპიონი სლოვენიის ნაკრები გამოეთიშა და ეს პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა. ტურნირის წინ პოლონელებს ფავორიტთა შორის არავინ ასახელებდა, თუმცა სლოვენიასთან გუნდმა საოცარი თამაში აჩვენა, მეტოქე  90:87 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვა. არანაკლებ დაძაბული გამოდგა საფრანგეთისა და იტალიის მეოთხედფინალური შეხვედრაც. საბოლოოდ ნახევარფინალის საგზური ფრანგებმა მოიპოვეს, რომლებმაც იტალიის ნაკრები 93:85 დაამარცხეს. ნახევარფინალებში, რომელიც ხვალ გაიმართება, პოლონეთი საფრანგეთს, გერმანია კი ესპანეთს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში